"ქრისტიან-დემოკრატები" აგრძელებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ქუთაისის, რუსთავის, საჩხერის, ბათუმისა და გურჯაანის შემდეგ "ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა მორიგი მასშტაბური შეხვედრა ამორმჩეველთან გორიში გამართეს.
შეხვედრა გორის კულტურის სახლში გაიმართა რომელსაც შიდა ქართლიდან ჩამოსული მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე შეკრებილების წინაშე სიტყვით გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი გამოვიდნენ. მოძრაობის ლიდერებმა გორელებს "ქრისტიან-დემოკრატების" წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს: "ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, ხოლო პენსიონერებს დაფასება!"
მოძრაობის ლიდერებმა თავის გამოსვლებში ყურადღება პარტიის წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე გაამახვილეს და მოსახლეობას როგორც განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ქრისტიან-დემოკრატების" ხედვები გააცნეს.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის. ჩვენ მოსახლეოაბს ვაცნობთ "ქრისტიან-დემოკრატიული" პროგრამას, რომელიც არის გასაღები გაჩერებული ქართული ეკონომიკური ძრავის აღსადგენად და ერთიანი საქართველოს ასაშენებალდ ყველა თაობისთვის. ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე. აქ ცხოვრობენ ადამიანები, რომლებმაც ბოლო წლებში ყველაზე დიდი ტკივილი გადაიტანეს საკუთარ თავზე , ეს ადამიანები არიან ხელისუფლების არასწორი პოლიტიკისა და უპასუხისმგებლობის მსხვერპლნი. Mმიუხედვაად ბევრი სირთულისა რომელიც გორელებსა და მთლიანად შიდ ქართლის მოსახლეობას აწუხებთ ისინი მაინც გმირულად უმკლავდებიან ყველა აღნიშნულ პრბლემას. ჩვებ ვპირდბეით მათ რომ ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლის შემთვევაში მოვარდება ყველა ის პრობლემა რომელიც მოსახლობას აწუხებს - იქნება ეს სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირება, ახალგაზრდებისთვის ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღება, დასაქმება მშობლებისთვის, თუ დაფასება და პატივისცემა პენსიონერებისთვის",- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.