„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის ლიდერები გორში, კულტურის სახლში მოსახლეობასთან მასშტაბურ შეხვედრას დღეს 13.00 საათზე გამართავენ. ეს არის რიგით მეექვსე მასშტაბური შეხვედრა რეგიონებში. გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი მოსახლეობას სიტყვით მიმართავენ და კიდევ ერთხელ გააცნობენ „ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" საარჩევნო პრიორიტეტებს.
გიორგი ახვლედიანის განცხადებით," ქრისტიან-დემოკრატები" ბოლომდე იბრძოლებენ, რომ საქართველოში ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი იყოს განათლება, მშობლები დასაქმებულები იყვნენ, ხოლო პენსიონერები დაფასებულები.
შემდეგ მასშტაბური შეხვედრა სამეგრელოში, კერძოდ სენაკში გაიმართება.
მასალის გამოყენების პირობები