"მოგეხსენებათ, ჩემს მეუღლეს "მეცხრე არხის" აქციების 70%-ზე მეტი აქვს, მაგრამ ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკაში არ ვერევით და ამის არც ერთი პრეცედენტი არ ჩანს", _ განაცხადა "ქართული ოცნების" ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა სტუდია "ობიექტივის" ჟურნალისტ ირმა ინაშვილთან მიცემულ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ ხელისუფლება ტელევიზიებს სახელისუფლებო და ოპოზიციურ არხებად ყოფს.
"ჩვენს ოპონენტებსა და ხელისუფლების იდეოლოგებს ძალიან სურთ, წარმოაჩინონ, რომ არსებობს ე.წ. სახელისუფლებო არხები, რომლებიც არიან ხელისუფლების მხარეს და მათ უჭერენ მხარეს და არსებობს რამდენიმე ტელევიზია, რომელიც ოპოზიციურია და მხოლოდ ოპოზიციას უჭერს მხარს. რა თქმა უნდა, აქაც ცრუობენ. არც "მეცხრე არხი, არც "მაესტრო", არც "კავკასია" და არც თქვენი ტელევიზია არ წარმოადგენს ჩემი შეფასებით მხოლოდ ოპოზიციურს, თქვენ გიწოდებთ ობიექტურ ტელევიზიებს, რამდენადაც თქვენ ობიექტურად აშუქებთ ჩვენსა და ხელისუფლების პოზიციასაც", _ განაცხადა ივანიშვილმა.