ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასახლებულმა სირიელი რეპარტიანტების 12-მა ოჯახმა გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში მდებარე საცხოვრებელი ბინის გასაღები მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. ე.წ. რეპარტიაციის კომიტეტის თავმჯდომარე ზურაბ ადლეიბა აცხადებს, რომ რეპატრიანტთა ოჯახები ახალ სახლში 7 აგვისტოს გადავლენ.
მისი თქმით, მალე ოკუპირებულ აფხაზეთში სირიაში მცხოვრები აფხაზების კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოვა.
აფხაზური მხარე იუწყება, რომ 2012 წლის მაის-ივნისში სოხუმში 40-მდე სირიელი ჩამოვიდა. სეპარატისტების ასევე აღნიშნავენ, რომ სულ მიმდინარე წლის განმავლობაში სირიდან აფხაზეთში 100-მდე ადამიანი შეიძლება ჩამოვიდეს.
აღსანიშნავია, რომ თავად სეპარატისტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთში ყოველი დასაქმებული ე.წ. აფხაზეთის მოქალაქის ხელფასის 2 % სეპარატისტების მიერ შექმნილ რეპატრიაციის ფონდში ირიცხება (ზუსტად ისევე, როგორც ქართულ-აფხაზურ კონფლიქტამდე მრავალი წლით ადრე რიცხავდნენ დასაქმებული აფხაზი ეროვნების მოქალაქეები ხელფასიდან რამდენიმე პროცენტს სეპარატისტული ლიტერატურის დასაბეჭდად და ქართველების წინააღმდეგ იარაღის შესაძენად). ამჟამად, აფხაზური მედიის ინფორმაციით, წელიწადში ე.წ. რეპატრიაციის ფონდში დაახლობით 68 მილიონი რუსული რუბლი ირიცხება.
სულ, აფხაზური მხარის ინფორმაციით, ამჟამად ოკუპირებულ აფხაზეთში ომისშემდგომ (1992-1993 წწ.) ჩამოსული დაახლოებით 1500 რეპატრიანტი ცხოვრობს, რომლებიც თურქეთიდან, რუსეთიდან, სირიიდან, იორდანიიდან და სხვა ადგილებიდან ჩავიდნენ.
მათი ინფორმაციით, ბოლო სამი წლი განმავლობაში ამ საკითხში შემდეგი დინამიკა ჩამოყალიბდა: ყოველწლიურად აფხაზეთში დაახლოებით 400 რეპატრიანი ჩადის, ისინი, მათი ინფორმაციით, აფხაზები და აბაზგები არიან. თითოეულ მათგანს აფხაზეთის ე.წ. მოქალაქეობას აძლევენ, თუმცა მუდმივად აფხაზეთში საცხოვრებლად, ჩასულთაგან მხოლოდ 5 % რჩება.
"1993 წლიდან აფხაზეთის მოქალაქეობა მიღებული აქვს აფხაზური დიაპორის 5582 წარმომადგენელს. რეპატრიაციის კომიტეტის წევრთა ინფორმაციით, მათი ადაპტაცია, ვინც აფხაზეთი მუდმივ საცხოვრებლად აირჩია, რთულად მიდის. თავად რეპატრიანტები პირველ ადგილზე სამუშაო ადგილის შოვნას ასახელებენ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიჩნევენ აუცილებლად ენის სწავლას და საცხოვრებლის ქონას. რეპატრიანტები, რომლებიც თურქეთიდან ჩამოდიან, დიდ სიძნელეებს განიცდიან, რაც დაკავშირებულია იმასთან, რომ თურქეთი ევროპიზებული და ეკონომიკურად განვითარებული ქვეყანაა. მათ კი, ვინც ჩამოდის სირიიდან ან ჩრდილო კავკასიიდან, ადაპტირება უფრო უადვილდებათ. ალბათ, სწორედ ამიტომაცაა, რომ მუდმივად საცხოვრებლად გადმისვლისთვის თურქეთიდან აფხაზეთში ნაკადი არცთუ ისე დიდია, თუმცა კონტაქტები ამ ქვეყანაში მცხოვრებ აფხაზურ დიაპორასთან ყველაზე მეტად განვითარებულია", _ წერს აფხაზური მედია და აგრძელებს: "და მაინც, რეპატრიანტები ფუძნდებიან აფხაზეთში, ქმნიან ოჯახებსა და აჩენენ შვილებს, ისინი აქ პოულობენ სამუშაოს ან საკუთარ ბიზნესს ქმნიან".
აფხაზური მედიის ინფორმაციით, 2011 წელს რეპატრიანტების ოჯახებში აფხაზეთში 16 ბავშვი დაიბადა და 4 ახალი ოჯახი შეიქმნა. რეპატრიანტთა დაახლოებით 60 % კერძო სახლებსა და ბინებში ცხოვრობს, დაახლოებით 40 % - ქირით. თუმცა ამ მაჩვენებელში გასათვალისწინებელია ის, რომ მრავალ რეპატრიანტს საკუთარი ბინა აქვს, რომელსაც არემონტებს და მხოლოდ ამიტომ ცხოვრობს ქირით.
რეპატრიანტთა დიდი ნაწილი აფხაზეთის ქალაქებში ცხოვრებს, ეს დაკავშირებული იმასთან, რომ ისინი ქალაქის მცხოვრებლები არიან და არც ადრე უწევდათ სოფლის მეურნეობის გაძღოლა.
2011 წელს რეპატრიციის კომიტეტმა ფონდის სახსრებით 55 მილიონ რუბლად მრავალბინიანი (40) კორპუსი გულრიფშის რაიონის სოფელ მაჭარაში შეიძინა. ამ სახლის რემონტზე 20 მილიონი რუბლი დაიხარჯა. რემონტი უკვე დასრულებულია და რეპატრიაციის კომიტეტი ამჟამად მაცხოვრებელთა სიებს ადგენს. ამ სახლში მცხოვრებლებს უახლოეს მომავალში უკვე შეასახლებენ - პირველ რიგში, მათ, ვინც ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მონაწილეა, რომელსაც სეპარატისტები "სამამულო ომის" მონაწილეებს უწოდენ, შემდეგ - მრავალშვილიანებს და შემდეგ კი მათ, ვინც ოჯახის შექმნას აპირებს.
აფხაზური მხარე იუწყება, რომ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში რეპატრიაციის კომიტეტმა რეპატრიანტთათვის 170 მილიონი რუბლის ღირებულების ორი მრავალსართულიანი ბინა შეიძინა. ესენია: 34-ბინიანი კორპუსი სოხუმში ეშბას N 171-ში და 54-ბინიანი სახლი გულრიფშის რაიონის სოფელ დრანდაში. ეს უკანასკნელი ამჟამად რემონტდება და სარემონტო სამუშაოს დასრულების შემდეგ მასში სირიიდან ჩასულ აფხაზებს შეასახლებენ.
რაც შეეხება მიმდინარე 2012 წელს - უკვე დაფინანსებულია სოფელ მაჭარაში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა. აქ აშენდება 9 ორსართულიანი 16-ბინიანი კორპუსი. მათ შორის, ორი კორპუსის მშენებლობა 2012 წლის ბოლოსთვის უნდა დასრულდეს.
ხოლო გულრიფშში კომპაქტურადაა ჩასახლებული რეპატრიანტთა 10 ოჯახი, რომლებიც სოფლის მეურნეობას მისდევენ.
ამავე დროს, რეპატრიანტთა ფონდიდან ასევე ფინანსდება რეპატრიანტთა ბავშვების საბავშო ბაღებში სიარული. 2011 წელს დაფინანსებულია 30 ბავშვის საბავშვო ბაღში სიარულის ღირებულება, 117 მოსწავლის სკლებში სწავლა 26 სტუდენტის სწავლის საფასურის 50% აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სოხუმის ღია ე.წ. უნივერსიტეტში. ამასთან, აუცილებლობის შემთხვევაში ხდება რეპატრიანტთა მკურნალობის ხარჯების დაფარვა და მათთვის მატერიალური დახმარების გაწევა ქორწილის ან გასვენების ორგანიზების საკითხში.