საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში იმყოფებოდა. მიხელ სააკაშვილმა ბათუმში სტუმრობისას ,,ორბი" ჯგუფის მიერ სასტუმრო კომპლექსის მშენებლობის პროცესს ჩაუყარა საფუძველი.
პრეზიდენტი მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებსაც შეხვდა და მათ სამუშაო პირობებს გაეცნო.
ობიექტი განთავსდება 11000 კვადრატულ მეტრზე. პროექტის მიხედვით, შენობა 35-სართულიანი იქნება და 1050 ნომერს მოიცავს. სასტუმრო-კომპლექსს ექნება ყველა შესაბამისი ინფრასტრუქტურა: ღია და დახურული აუზები, სპა-ცენტრი, კაფე-რესტორნები, კაზინოები, ბავშვთა გასართობი და სპორტული ცენტრები. სასტუმრო კომპლექსი 4 ვარსკვლავს დააკმაყოფილებს.
პირველ ეტაპზე მშენებლობაზე 1000 ადამიანი დასაქმედება. ერთი თვის მანძილზე, სპეციალური აქციის ფარგლებში, სასტუმროს ნომერი 15775 აშშ დოლარი, შემდეგ კი 33000 აშშ დოლარი იქნება. მშენებლობა 18 თვეში დასრულდება.
მიხეილ სააკაშვილი ხელვაჩაურში ავეჯის ქარხანას „სალოღლუ ჯორჯიას“-ც ესტუმრა, რომელიც საყოფაცხოვრებო მოხმარების, მათ შორის, რბილ ავეჯს აწარმოებს. მნიშვნელოვანია ის, რომ ახალი სასტუმრო აქ ნაწარმოები ავეჯით მოეწყობა. ქარხანაში ამჟამად 30 ადამიანია დასაქმებული.