ქრისტიან-დემორკატიული მოძრაობის ლიდერები სტეფანწმინდაში იმყოფებოდნენ. Gგიორგი თარგამაძემ და გიორგი ახვლედიანმა ყაზბეგის გასსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს და ადგილზე გაეცნენ თუ როგორი ტემპებით მიმდინარეობს სტეფანწმინდის მოსახლეობის გაზიფიცირების პროცესი.
Gგიორგი თარგამაძემ გაზსადენის სარეაბილიტაციო სამუშაოებში უშუალოდ მიიღო მონაწილეობა და ერთ-ერთ მონაკვეთზე მილი თავად შეადუღა. Mმისი თქმით გაზიფიცირება არის უმთავრესი ფაქტორი იმ დემოგრაფიული მდგომარეობის მოსაგვარებლად რომელიც სტეფანწინდაში არსებობს ,როდესაც საარსებო პირობების არარსებობის გამო მოსახლეობა იძულებულია დატოვოს ხევი.
მოძრაობის ლიდერის განცხადებით ქრისტიან-დემორკატები, სამი წლის განმავლობაში იბრძოდნენ იმისათვის რომ სტეფანწმინდის მოსახლეობას ბუნებრივი აირი არამხოლოდ ზამთრის პერიოდში არამედ მთელი წლის განმავლოაბაში ქონოდათ. ეს საკითხი ქდმ-ს პარლამენტშიც არაერთხელ დაუსვამს.
Gგიორგი თრაგამაძის თქმით სწორედ ამ ბრძოლის შედეგი არის ის რომ ყაზბეგში აპრილის ბოლოს დაიწყო ბინებრივი აირის ინფრასტრუქტურის მასშტაბური სარეაბილიტაციო სამუშაოები რომელიც აგვისტოს ბოლოსთვის უნდა დასრულდეს
"თუმცა პრობლემა ამით არ ამოწურულა, კარგია რომ ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაცია ხორცილედება, მარგამ პროექტი არ ითვალისწინებს მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირის სახლში შეყვანას რაც ქმნის იმის საფრთხეს, რომ ყაზბეგის მოსახლეობის 50 % კვლავინდებურად გაზის გარეშე დარჩება, რადგან მაგისტრალიდან სახლამდე მილის მიყვანა მოსახლეობას რამდენიმე ასეული ლარი დაუჯდება ხოლო ახალ აბონენტად დარეგისტრირება კი 600 ლარი, რის საშუალებაც ყაზბეგელებს არ აქვთ" განაცხადა გიორგი თრაგამაძემ და დასძინა, რომ აღნიშნული სარეაბილიტაციო სამუშაოების მთავარ მიზანს ყაზბეგში მცხორვები თითოეული ოჯახის ბინებრივი აირით უზრუნველყოფა წარმოადგენს. "თუ არ შესრუდლა ეს მიზანი უნდა ჩავთვალოთ რომ მთელი ეს შრომა წყალში გადაყრილია განაცხადა გიორგი თარგამაძემ