რუსული მედია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ პენზის ოლქის მცხოვრები 13 წლის ბიჭი, რომელიც გაგრაში ისვენებდა, პირდაპირ მდინარე ფსოუს საზღვარზე გარდაიცვალა, იმის გამო, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა, რომელსაც ბავშვი სოჭის საავადმყოფოში გადაჰყავდა დიდი ხნის განმავლობაში იდგა საზღვარზე არსებულ რიგში სიცხეში.
"ეს საქმე თავისი კონტროლის ქვეშ რუსეთის ფედერაციის ბავშვთა ომბუდსმენმა პაველ ასტახოვმა აიყვანა. მან გაარკვია, რომ სასწრაფო დახმარების მანქანა საზღვარზე არ შეყოვნებულა და ბიჭი სოჭის საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზად გასტროენტერიტის ფონზე განვითარებული გულის უკმარისობა დასახელდა", _ წერს რუსული მედია.