ცხინვალის რეგიონში საბრძოლო მასალის სამალავს მიაგნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი ავრცელებს. მათი ინფორმაციით, საბრძოლო მასალის სამალავს ზნაურის რაიონის სოფელ მუგითში ცხინვალის რეგიონში დაბანაკებული რუსული საოკუპაციო არმიის წარმომადგენლებმა მიაგნეს.
საბრძოლო მასალა ოკუპანტებმა ძველი ფერმის ტერიტორიაზე იპოვეს. ოსური მედიის ინფორმაციით, ადგილზე რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელთა განმნაღმველთა ჯგუფი გავიდა და საბრძოლო მასალა გაანადგურა.