"ქრისტიან-დემოკრატებმა" გურჯაანში ადგილობრივ მოსახლეობას საკუთარი საარჩევნო პროგრამა გააცნეს.
ქდმ-ს პროგრამის პრეზენტაციას გურჯაანის ამფითეატრში ათასობით მოქალაქე ესწრებოდა. ქდმ-ს ლიდერებმა ამომრჩეველთან სიტყვით გამოსვლისას არაერთ აქტუალურ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება.
"ქრისტიან-დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერი მაგდა ანიკაშვილი მოსახლეობას დაპირდა რომ მათი პოლიტიკური ძალის გამარჯვების შემთხვევაში, ქალებს დეკრეტული შვებულება გაუხანგრძლივდებათ. ისინი დაუბრუნდებიან საკუთარ შვილებს და საქართველოში დედას მეტი დრო ექნებათ შვილებთან ყოფნისათვის.
ასევე, საბაზისო სამედიცინო დახმარების მიღების შესაძლებლობა ექნება ყველა მოქალაქეს.
ქდმ-ს ინიციატივით კახეთში, სტიქიით დაზარალებულ გლეხობას ჯანმრთელობის ზიანის ასანაზღაურებლად სახელმწიფომ უფასო სამედიცინო მედიკამენტური დახმარება უნდა აღმოუჩინოს.