"კახეთს სტიქიური უბედურება არ უტევს მხოლოდ, დღეს კახეთს უტევს ჩვენი ქვეყნის მთავრობის, სააკაშვილის, ნაციონალური მოძრაობის გულგრილობა", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ გურჯაანში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე
მოძრაობის ლიდერმა სიტყვით გამოსვლის დროს კიდევ ერთხელ აღნიშნა რომ კონპენსაციები რომლებიც ხელისუფლებამ გასცა დაზარალებული მოსახლეობისთვის არ არის საკამრისი მათი პრობლემების გადასაწყვეტად. Mმისი განცხადებით ხელისუფლების პოლიტიკა სოფლის მეურნეობის განვითარების კუთხით აბსოლუტურად უპასუხისმგებლოა რამაც კახელი გლეხი უმძიმეს მდგომარეობაში ჩააყენა.
"კახეთს სტიქიური უბედურება არ უტევს მხოლოდ, დღეს კახეთს უტევს ჩვენი ქვეყნის მთავრობის, სააკაშვილის ნაციონალური მოძრაობის გულგრილობა და აბსოლუტური უპასუხისმგებლობა, რომელმაც საქართველოში სოფლის მეურნეობის ფაქტობრივად ყველა დარგი გაჩანაგებამდე მიიყვანა. ამის მაგალითია დღევანდელი კახეთი, რომელსაც ერთის მხრივ ეშინია სტიქიის, ვაი თუ სეტყვამ და უამინდობამ თავისი მოსავალი დაუზიანოს და მეორეს მხრივ ეშინია კარგი მოსავლის. მიიღებს კარგ მოსავალს და შემდეგ ეს ატამი და არა მარტო ატამი უნდა გადაყაროს რადგან მის რეალიზაციას ვერ ახდენს. დღეს ყველა ეს ადამიანი კდიევ ერთხელ იმკის მიხეილ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის მიერ წლების განმავლოაბაში ქართული სოფლის მიზანმიმართულ და თანმიმდევრულ გაჩანაგების პოლიტიკას", - განაცხადა თარგამაძემ.
მასალის გამოყენების პირობები