სოფელ ჭუბურხინჯში სისხლიანი შეტაკება მოხდა. რუმა ოკუპანტებმა საავტომობილო გზაზე გალის მიმართულებით მოძრავ ავტომანქანას ცეცხლი გაუხსნეს. რუსი სახედროები ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან ისროდნენ. მანქანები ე. წ. აფხაზი მილიციელები ისხდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, სროლის შედეგად ადგილზე დაიღუპა ორი ადამიანი, ექვსი კი სხეულის მძიმე დაზიანებით გალისა და სოხუმის საავადმყოფოებში არიან გადაყვანილი. კ
ონფლიქტი რუს ოკუპანტებსა და აფხაზ ე. წ. მილიციელებს შორის გუშინ დაიწყო. მაშინ, როდესაც რუსმა ჯარიკაცებმა ადგილობრივ სამართალდამცავებს გალის რაიონის სოფელი ოტობაია ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.