ქრისტიან დმეოკრატები აგრძელებენ შეხვედრებს მოსახლეობასთან. ქუთაისის, რუსთავის, საჩხერისა და ბათუმის შემდეგ, ქრისტიან დემოკრატების ლიდერებმა მორიგი მასშტაბური შეხვედრა ამორმჩეველთან გურჯაანში გამართეს.
შეხვედრა გურჯაანის ამფითეატრში გაიმართა რომელსაც მთელი კახეთიდან ჩამოსული მხარდამჭერები ესწრებოდნენ.
ღონისძიებაზე შეკრებილების წინაშე სიტყვით გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია, გიორგი ახვლედიანი და მაგდა ანიკაშვილი გამოვიდნენ. მოძრაობის ლიდერებმა კახელებს ქრისტიან-დემოკრატების წინასაარჩევნო პროგრამა გააცნეს: ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება , ხოლო პენსიონერებს დაფასება!
მოძრაობის ლიდერებმა თავის გამოსვლებში ყურადღება პარტიის წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე გაამახვილეს და მოსახლეობას როგორც განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები, ასევე სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე "ქრისტიან-დემოკრატების" ხედვები გააცნეს.
Gგიორგი თარგამაძის განცხადებით კახელ გლეხს დღეს ყველაზე მეტად უჭირს რადგან წლების მანძილზე ნაშრომი და მოყვანილი მოსავალი სტიქიამ მთლიანად გაუნადგურა, ამიტომ მათ სახელმწიფოს გვერდში დგომა სჭირდებათ.
"დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენთვის უამრავმა კახელმა მოიყარა თავი ამ ულამაზეს ადგილას. ჩვენ მათ გავაცანით ქრისტიან-დემოკრატიული" პროგრამა რომელიც არის გასაღები გაჩერებული ქართული ეკონომიკური ძრავის აღსადგენად. ეს არის პროგრამა, რომელიც ორიენტირებულია საქართველოს ყველა მოქალაქეზე, მათ შორის კახელ გლეხზეც რომელსაც დღეს ყვეალზე მეტად უჭირს, და ისე როგორც არასდროს ჭირდება სახელმწიფოს გევრდში დგომა. Aაქ ცხოვრობენ ადამიანები რომლებმაც ყველანაირი შემოსავლსი წყარო დაკარგეს. ჩვენი პროგრამა ითვალისწინებს ყველა აღნიშნული პრობლემის მოგვარებას, რომელიც მოსახლობას აწუხებს - იქნება ეს სოფლის მეურნეობის დარგის სუბსიდირება, ხარისხიანი და ხელმისაწვდომი განათლების მიღება ახალგაზრდებისთვის, დასაქმება მშობლებისთვის, თუ დაფასება და პატივისცემა პენსიონერებისთვის ",- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.