კოალიციის მიერ შექმნილი მონიტორინგის ჯგუფი, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებთან ერთად, სტიქიის შედეგად დაზარალებულთა აღწერას განაგრძობს. ,,ქართული ოცნების" ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, თელავის რაიონის სოფელ აკურაში მცხოვრებთა მდგომარეობა მძიმეა. სოფელი სტიქიამ მნიშვნელოვნად დააზარალა. სოციალურად დაუცველი ოჯახები შველას ითხოვენ.
სოციალურად დაუცველმა ნელი ხატიაშვილმა „ქართული ოცნების" ლიდერებს მისი საცხოვრებელი პირობების გაცნობა სთხოვა. არანაკლებ მძიმე ყოფაში უწევს ცხოვრება ბლუაშვილების ოჯახს.
შეგახსენებთ, რომ ,,ქართულ ი ოცნება" სტიქიით მიყენებული ზარალის დასადგენად მონიტორინგს დამოუკიდებლად ახორციელებს.