რუსეთის ფედერალური საიმიგრაციო სამსახური საქართველოს რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებთან _ აფხაზეთთან და ე. წ. სამხრეთ ოსეთთან _ თანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმებას გეგმავს, რომელიც უკანონო მიგრაციასთან ბრძოლას ითვალისწინებს. ეს განცხადება დღეს რუსეთის საიმიგრაციო სამსახურის უფროსის მოადგილემ ანატოლი კუზნეცოვმა გააკეთა.
"დიახ, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ამგვარი შეთანხმების გაფორმებას ვგეგმავთ. ამ შეთანხმებებს უახლოეს მომავალში ხელმოსაწერად ვამზადებთ", _ განაცხადა კუზნეცოვმა.