"კომისიის მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო და ამომრჩეველთა სია გააუმჯობესა", _ განაცხადა ჟურნალისტებთან საქართველოში NDI-ის დირექტორმა ლუის ნავარომ.
"მისასალმებელია, როცა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება ხდება. თუ გავითვალისწინებთ სამართლიანი არჩევნების, ჩვენი საქმიანობისა და კომისიის შედეგებს, სამივე ორგანიზაციის მონაცემები ერთმანეთს ამყარებს. კომისიის მუშაობამ დადებითი შედეგი გამოიღო და ამომრჩეველთა სია გააუმჯობესა", _ განაცხადა ნავარომ.
შეგახსენებთ, რომ საარჩევნო სიების დაზუსტების სახელმწიფო კომისიამ "კარდაკარის" პირველადი მონაცემები გამოქვეყნა.