2 აგვისტოს დუშეთში საზოგადოება "ილიელის" დამფუძნებელთა სხდომა გაიმართება. ამის შესახებ "9 აპრილის საზოგადოებისა" და საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წარმომადგენლები აცხადებენ.
მათი ინფორმაციით, 2 აგვისტოს, წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის, მოწამე სალომე ქართველის, ილია მართლის (ჭავჭავაძის) და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ხსენების დღეს, დუშეთსი, ლოცვის შემდეგ მსვლელობაც მოეწყობა.
"2 აგვისტოს, წინასწარმეტყველი ილია თეზბიტელის, მოწამე სალომე ქართველის, ილია მართლის (ჭავჭავაძის) და სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II ხსენების დღეს, 12:00 საათზე (12 სთ. 30 წუთამდე), საქართველოში მცხოვრებ კეთილი ნების ყველა ადამიანს, განურ¬ჩევლად თანამდებობისა, პარტიულობისა, ფულადი და მატერიალური ქონებისა, ვთხოვთ მობრძანდნენ ქ. დუშეთის ეკლესიაში. ლოცვის შემდეგ, დაახლოებით 13:00 საათზე, კეთილი ნების ადამიანები ფეხით მდუმარედ გავივლით იმ გზას, რომელსაც დიდი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ილია ჭავჭავაძე 9 წლის განმავლობაში თითქმის ყოველდღე გადიოდა დუშეთში მოღვაწეობისას (1864-1873). თბილისში, დუშეთში და საქართველოს ყველა ქალაქსა და რაიონში მცხოვრებ მამულიშვილებს ვთხოვთ ჩამობრძანდნენ დუშეთში და მონაწილეობა მიიღონ კეთილი ნების ადამიანთა შეხვედრაში", - ნათქვამია მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.