აფხაზური მედია ეჭვს გამოთქვამს, რომ საქართველო ბიოლოგიურ იარაღს ქმნის და კომენტარისათვის დაჩაგრული ერების დაცვის გერმანული საზოგადოებას მიმართავენ
"ატარებს თუ არა საქართველო ექსპერიმენტებს ვირუსული იარაღის შექმნისათვის?", - ამ კითხვას სვამს თავის სტატიაში ჟურნალისტი დიმიტრი კორსანტია და სტატიის დასაწყისში აღნიშნავს, რომ "2011 წელს საქართველოს ტერიტორიაზე გამოვლენილი იყო H3N2 ტიპის გრიპის ახალი ვირუსი. კორსანტია აღნიშნავს, რომ რიგი ექსპერტების აზრით, ეს არის საიდუმლო ლაბორატორიაში მომხდარი ტექნოლოგიური ავარიის შედეგი, რომელმაც ვირუსის გაჟონვა-გავრცელება გამოიწვია".
ამასთან ერთად, სტატიაში ნათქვამია, რომ 2004 წელს " მას შემდეგ რაც საქართველოს ხელისუფლების სათავეში სააკაშვილი მოვიდა მიღწეულ იქნა შეთანხმება "საზოგადოებრივი ჯანდაცვის რეფერალური ლაბორატორიის" შექმნის შესახებ თბილისთან ახლოს ალექსეევკას დასახლებაში. ამ ლაბორატორიის მშენებლობა, რომელიც ოფიციალურად ადამიანებისა და ცხოველების ეპიდემიასთან საბრძოლველად შეიქმნა 2009 წლის დეკემბერში დასრულდა და ამ პროექტის ღირებულებამ 100 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა", _ წერს კორსანტია და თავისი აზრის გასამყარებლად დაჩაგრული ერების დაცვის გერმანული საზოგადოების ექსპერტის დოქტორ კამალ სიდოს აზრი მოჰყავს:
"კითხვაზე პასუხის გაცემისას თუ რაში სჭირდება საქართველოს ბიოლოგიური იარაღი დაჩაგრული ერების დაცვის გერმანული საზოგადოების ექსპერტი აცხადებს, რომ რესპუბლიკის ხელმძღვანელობისათვის მომგებიანია ამ "კოზირის" ქონა ნებისნიერი სახელმიფოს წინააღმდეგ, რომელთანაც შესაძლოა პრობლემები შეექმნათ", _ მიიჩნევს დაჩაგრული ერების დაცვის გერმანული საზოგადოების ექსპერტი და აღნიშნავს, რომ რეგიონისათვის ამგვარი იარაღის შექმნა მეტად საფრთხილოა, ვინაიდან "ქვეყანა ყოველთვის გამოიყენებს მას შიდა პრობლემების მოსაგვარებლადაც კი".