ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მიერ ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგენისა და სოციალ-ეკონომიკური დახმარებისათვის გამოყოფილი ფინანსური დახმარების მრავალმილიონიანი დანაკარგი იკვეთება. ოსი სეპარატისტები ყოველივე ამაში ე.წ. სამხრეთ ოსეთის ყოფილი მთავრობის მეთაურის, ჩელიაბინსკელი ვადიმ ბროვცევის ბრალეულობაზე ალაპარაკდნენ. განცხადებები ამის შესახებ ოსურ მედიასთან საუბარში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "გენერალურმა პროკურორმა" მერაბ ჩიგოევმა გააკეთა. მისივე ახლანდელი შემოწმება უკვე ორ თვეზე მეტია მიმდინარეობს. ამოწმებენ ყველა ე.წ. სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციას რომლებსაც ე.წ. სამხრეთ ოსეთის აღდგებისათვის თანხა ერიცხებოდათ.
ამასთან ერთად, ჩიგოევის თქმით, უმეტესობა იმ ორგანიზაციებისა, რომლებიც აღდგენაში იღებდნენ მონაწილეობას ცხინვალის რეგიონიდან უკვე წავოდნენ. "მრავალი წავიდა ვალით, მრავალი იღებდნენ თანხას და ისე მიდიოდნენ, რომ არაფერი აუშენებიათ. ამის საშუალებას კი მათ ჩინოვნიკები აძლევდნენ ყველა სტრუქტურაში მათ შორის მთავრობაშიც",_ აცხადებს ჩიგოევი და აღნიშნავს, რომ ყველაფერ ამაში უდიდესი ბრალი ე.წ. მთავრობის ყოფილ თავმჯდომარეს ვადიმ ბროვცევს ეკისრება.
"უდიდესი ბრალი ყოველივე ამაში ყოფილ მთავრობის მეთაურს ვადიმ ბროვცევს ეკისრება. მასთან ჩვენ ძალიან ბევრი კითხვა გვაქვს და ალბათ რუსულ მხარეს ვთხოვთ მისი გამოცხადება უზრუნველყოს. მრავალი ვინც აქ მუშაობდა წავიდა, თან ასობით მილიონი გაიტანა და თან არც არაფერი გაუკეთებია", _აცხადებს მერაბ ჩიგოევი.