წითელი ჯვრის მისიის საერთაშორისო კომიტეტი ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის სოფლებს წყალმომარაგების პრობლემის გადაჭრაში ეხმარება. განცხადება ამის შესახებ ცხინვალის რეგიონში მოქმედი მისიის ხელმძღვანელის თანაშემწემ ვანდა ბოლოტაევამ გააკეთა.
მისი ინფორმაციით, წითელი ჯვრის მისიის საერთაშორისო კომიტეტის დახმარებით ამჟამად სამუშაოები სოფლებში სათიკარსა და მუგუთში მიმდინარეობს.
"ახლა ჩვენ გვინდა წყალმომარაგებით ვუზრუნველვყოთ მოსახლეობა იმ რაიონებში რომლებიც შეიარაღებულ კონფლიქტის შედეგაა ყველაზე ძალიან დაზარალდნენ. ამჟამად სამუშაოები სოფლებში სათიკარსა და მუგუთში მიმდინარეობს. ამას გარდა, სამუშაოების დაწყება სოფელ თურმანეულშიც იგეგმება", _ აცხადებს ბოლოტაევა და აღნიშნავს, რომ წითელ ჯვარს დახმარება შეუძლია მილების გაყვანის თვალსაზრისითაც იმ სოფლებში სადაც 40-50-ზე მეტი ეზოა.
სოფლებში სათიკარსა და მუგუთში სამუშაოები ივნისში დაიწყო და სავარაუდოდ მიმდინარე წლის ოქტომბერში დასრულდება.