კასპის რაიონში, სოფელ თელიანში მცხოვრები დემეტრაშვილების ოჯახი დახმარებას ითხოვს. მათი ინფორმაციით, ორსართულიანი სახლის პირველ სართულზე შეძვრა გველი.
როგორც მეზობლები ჰყვებიან, ოჯახმა ღამე შიშში გაატარა ეზოში, ორი მცირეწლოვანი ბავშვი გახიზნეს.
"დავრეკეთ მერიის ცხელ ხაზზე იმ იმედით რომ ჩამოვიდოდა ქვეწარმავლებთან ბრძოლის სამსახური და იღონებდა რამეს, მაგრამ აღმოჩნდა რომ ასეთი სამსახური რეგიონებში არ მიდის ან საერთოდ არ არსებობს. მერიის ცხელი ხაძის ოპერატორმა გვირჩია 112 გამოგვეძახა, ასეც მოვიქეცით. მოვიდა 112 შიშველი ხელებით და რა თქმა უნდა ვერაფერი გააწყო", - აცხადებენ დემეტრაშვილები.