მსხივლფეხა რქოსანი პირუტყვის უფასო ვაქინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულ სააგენტოსა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მოქმედ ვეტერინარებს შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. პროგრამის ფარგლებში მთლიანად სამცხე-ჯავახეთის რეგიონში 80 ადგილობრივი დასაქმდება. მათ პროფესიულ კონსულტაციებსა და დახმარებას სურსათის ეროვნული სააგენტოს გამოცდილი სპეციალისტები გაუწევენ.
აღნიშნულ რეგიონში დასაქმებულთა რაოდებობის განსაზღვრა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის სავარაუდო სულადობისა და შესასრულებელი სამუშაოს მიხედვით მოხდა.
უფასო ვაქცინაციის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ვეტერინარებისთვის შრომითი ხელშეკრულებების გაფორმება მთელი ქვეყნის მასშტაბით მოხდება და 2 თვის განმავლობაში 664 ადამიანი დასაქმდება.
სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის სამთავრობო პროგრამის ფარგლებში 1-ლი აგვისტოდან განსაკუთრებთ საშიში ინფექციური დაავადების - თურქულის საწინააღმდეგო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყება, ხოლო 1-ლი სექტემბრიდან მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი ჯილეხის ვირუსზე აიცრება. ფრანგული წარმოების პრეპარატების მარაგი ქვეყნის ყველა რეგიონში უკვე ჩატანილია. ზემოაღნიშნული პროექტი 3 წელს გაგრძელდება და მისი მიზანია რქოსანი პირუტყვი სრულად იყოს დაცული "მართვადი" ინფექციების გავრცელებისგან.