პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ლევან ბეჟაშვილმა კახეთში საკოორდინაციო შტაბის მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან კახეთში ჩასული მოხალისე ჯგუფების კოორდინატორები ესწრებოდნენ. მათ ბეჟაშვილს დაზარალებულთა აღრიცხვის შედეგები გააცნეს.
საკოორდინაციო შტაბის სხდომაზე აღინიშნა, რომ რეგიონში მთავრობის წარმომადგენლები და მოხალისეთა ჯგუფები მოსახლეობის პრობლემების სრულ მოგვარებამდე და სალიკვიდაციო სამუშაოს დასრულებამდე დარჩებიან.
სხდომის შემდეგ, მოხალისე სტუდენტებთან ერთად, ლევან ბეჟაშვილი და ზურაბ ჭიაბერაშვილი სოფელ სანავარდოში ერთ-ერთ ადგილობრივთან მივიდნენ და დაზარალებული ოჯახის პრობლემებს გაეცნენ.