საქართველოს პრეზიდენტი ოზურგეთის რაიონში ჩავიდა და სოფელ ბახვის მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა და მათ მთავრობის გეგმა გააცნო.
ადგილობრივებთან შეხვედრისას საქართველოს პრეზიდენტმა, ახალ სადაზღვევო პაკეტზე, 1000-ლარიან ვაუჩერსა და გაზრდილ პენსიებზე ისაუბრა.
შეხვედრის შემდეგ მიხეილ სააკაშვილმა, რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ რამაზ ნიკოლაიშვილთან ერთად, ურეკის სანაპიროზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა.