საქართველოს პრემიერ-მინისტრი ივანე მერაბიშვილი თელავის რაიონის სოფელ კისისხევში იმყოფებოდა. პრემიერ-მინისტრმა სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსებთან და ადგილობრივ გლეხებთან ერთად, სეტყვის შედეგად განადგურებული ვენახების აღდგენის საკითხები განიხილა.
მერაბიშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რეგიონში სოფლის მეურნეობის სფეროში მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლები იმუშავებენ, რომლებიც გლეხებს შესაბამის რეკომენდაციას გაუწევენ.
,,აქამდე ცალკე თავისთვის იყო სოფლის მეურნეობის აკადემია და ცალკე გლეხობა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ყველა რეგიონზე მეცნიერებათა აკადემიის თანამშრომლები გადავანაწილოთ და ადგილზე 3-4 აკადემიკოსი იყოს და რეკომენდაცია მისცეს გლეხს და ამაზე დამატებითი ანაზღაურება ჰქონდეს", _ განაცხადა ივანე მერაბიშვილმა.