რუსეთის ფედერაციის მთავრობამ სახელმწიფოს მეთაურს რატიფიკაციისათვის შეთანხმება წარუდგინა, რომელიც საქართველოს ორ ოკუპირებულ რეგიონთან _ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან აქვს გაფორმებული ე.წ. სახელმწიფო საზღვრების ერთობლივი დაცვის შესახებ. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
აღნიშნულ შეთანხმებებს რუსეთის ფედერაციამ აფხაზ და ოს სეპარატისტებთან ხელი 2009 წლის 30 აპრილს მოაწერა ხელი.
რუსული მედია აღნიშნავს, რომ "რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ" ფედერალური კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად მთავრობა ასეთ შეთანხმებებს პრეზიდენტს დუმაში რატიფიკაციისათვის წარუდგენს.