რუსეთმა ცხინვალის რეგიონში მორიგი მაკონტროლებელი დელეგაცია გააგზავნა. ე.წ.სამხრეთ ოსეთის ბეჭდვისა და ინფორმაციის კომიტეტი იუწყება, რომ დელეგაცია ცხინვალის რეგიონში "სამუსაო ვიზიტით" ჩავიდა.
რუსეთის დელეგაციას რუსეთის პრეზიდენტთან არსებული დსთ-ს ქვეყნებისა და აფხაზეთის და ე.წ. სამხრეთ ოსეთის ჰუმანიტარული დარგების განვითარების დეპარტამენტის ხელმღვანელი ელენა როჟკოვა ხელმძღვანელობს.
ოს სეპარატისტთა ინფორმაციის კომიტეტი ასევე იუწყება, რომ რუსული დელეგაცია ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა მიიღო. მასთან შეხვედრაზე ელენა როჯკოვამ აღნიშნა, რომ რუსული დელეგაციის მიზანი ე.წ. სამხრეთ ოსეთში ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის სფეროებში მიმინარე პროექტების განხორციელების შემოწმებაა.