ბიძინა ივანიშვილი დღეს მესტიას ეწვია სადაც პირველი შეხვედრა ხაიშში ადგილობრივი თემის მოსახლეობასთან გამართა. ,,ქართული ოცნების" ,,ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, კოალიციის ლიდერი ზემო სვანეთის მოსახლეობის პრობლემებით დაინტერესდა და მაღალმთიან რეგიონში არსებული მდგომარეობის შესახებ ადგილობრივებისგან ინფორმაცია მოისმინა.
"ხაიშში გამართულ შეხვედრას "ნაციონალი აქტივისტების" გარეშე არ ჩაუვლია. ისინი ახლომდებარე დასახლებული პუნქტებიდან სოფლის ცენტრში სამარშუტო ტაქსებით მოიყვანეს. რამდენიმე ქალბატონმა შეხვედრის ჩაშლა სცადა, თუმცა მოგვიანებით კოალიციის ლიდერთან გასაუბრება არ ისურვა და ტერიტორია ისე დატოვა.
ხაიშში მოსახლეობასთან შეხვედრისას ბიძინა ივანიშვილმა ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხა. ჟურნალისტ ემა გოგოხიას სამეგრელოში მოსახლეობასთან გამართული შეხვედრაც გაახსენა, სადაც ნაციონალი აქტივისტები ასევე ცდილობდნენ პროვოკაციის მოწყობას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.