ოს სეპარატისტთა ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა თანამდებობიდან ოს სეპარატისტთა ყოფილი ლიდერის ძმა რობერტ კოკოევი აფხაზეთში ე.წ. სამხრეთ ოსეთის "ელჩის" თანამდებობიდან გაათავისუფლა. ინფორმაციას ამის შესახებ ოსური მედია ავრცელებს.
რობერტ კოკოევს ეს "თანამდებობა" 2008 წლის აგვისტოდან ეკავა.
ოსური მედია ასევე იუწყება, რომ თიბილოვმა "ელჩობიდან" ასევე გაათავისუფლა ნარიმან კოზაევი, რომელსაც "ვენესუელასა და ნიკარაგუაში სამხრეთ ოსეთის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის" თანამდებობა ეკავა.