რუსი ექსპერტების მონაცემებით მდინარე ფსოუს მხრიდან აფხაზეთში შემოსულ ტურისტთა რაოდენობა მალე დღეღამეში 45 ათას ადამიანს მიაღწევს. ამჟამად საღვარს დღეღამეში 36 ადამიანი კვეთს. სიტუაცია, რუსული მედიის ინფორმაციით, რომელიც ბოლო პერიოდში მდინარე ფსოუზე იყო შექმნილი ნორმალიზებულია და საკონტროლო-გამშვები პუნქტები შეუფერხებლად მუშაობს.
"ამჟამად პრაქტიკულად ყველა საპასპორტო კონტროლის გამშვები-ჯიხური რუსულ მხარეს მუშაობს. დღეღამეში ფსოუს საზღვარს დაახლოებით 30-35 ათასი ადამიანი და 3 000 ზე მეტი ავტომობილი კვეთს",_ აცხადებს აფხაზეთის ე.წ.საბაჟო სამსახურის უფროსი საიდ ტარკილი.