თელავში მიმდინარე სამუშაოები დღეს საქართველოს პრეზიდენტმა დაათვალიერა. მიხეილ სააკაშვილი მშვიდობის ქუჩაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო და ალაზნისველის გამზირზე მოსახლეობას შეხვდა, რომლებსაც დაგეგმილ ღონისძიებებსა და სამომავლო პროექტებზე ესაუბრა.
ქვეყნის პირველი პირი თელავში თბილისის მერთან ერთად იმყოფებოდა. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციისა და დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშოებში თბილისის მერიის კეთილმოწყობის, დასუფთავებისა და გამწვანების საქალაქო სამსახურები აქტიურად არის ჩართული.