სახელმწიფოს მთავარი აუდიტორობის კანდიდატი უწყებაში უკვე ყოფილი აუდიტორის ლევან ბეჟაშვილის დაწყებულ კურსის გაგრძელებს გეგმავს, _ აღნიშნულის შესახებ ჟურნალისტებთან ლაშა თორდიამ განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს.
,,ჩემთვის დიდი პატივია ასეთ მაღალ თანამდებობაზე წარდგენა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური სახელმწიფოს აღმშენებლობის გზაზე მნიშვნელოვან ფუნქციას ასრულებს. იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი ჩემს კანდიდატურას მხარს დაუჭერს ვაპირებ იმ რეფორმების გაგრძელებას, რაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურშია დაწყებული, რათა სამსახურის ფუნქციონირება რამდენიმე პრინციპზე იყოს დამყარებული", _ განაცხადა თორდიამ.
შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანლის პოსტზე დავით ბაქრაძემ ადამიანთა უფლებათა დაცვის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ლაშა თორდია დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგინა. თორდიას კანდიდატურისთვის მხარდაჭერის საკითხს პარლამენტი დღეს განიხილავს.