,,ქართულ ოცნებაში" მიიჩნევენ, რომ IRI-ის კვლევის შედეგები რეალობას არ ასახავს, რადგან კვლევის დროს საზოგადოების უმრავლესობა თავის პოზიციას ღიად არ აფიქსირებს.
,,სამწუხაროდ, IRI-ის კვლევის შედეგები იმ მოცემულობას არ ასახავს, რაც დღეს ქვეყანაშია. ადამიანების უმეტესობა პირდაპირ და ცალსახად, კვლევის ჩატარების პროცესში ერიდება, აზრის დაფიქსირებას. Aამიტომ ობიექტური რეალობის დადგენა ჭირს", _ განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ,,ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარემ მანანა კობახიძემ IRI-ის კვლევის შედეგების კომენტირებისას და აღნიშნა, რომ ,,ქართულ ოცნებას" მოსახლეობის უმრავლესობა უჭერს მხარს.
,,ქართულ ოცნებას", რამდენი მხარდამჭერი ჰყავს, ნათლად გამოჩნდა იმ ხალხმრავალი აქციების დროს, რომელსაც ,,ქართული ოცნება" წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ატარებს. თუმცა ამ ტიპის კვლევების ჩატარებისას ბევრი ადამიანი თავს იკავებს თავისი პოზიცია ღიად გამოხატოს", _ განაცხადა კობახიძემ და აღნიშნა, რომ მმართველ გუნდს მხოლოდ საჯარო მოხელეების ნაწილი უჭერს მხარს.
,,ნაცმოძრაობამ" სცადოს ასეთი მასშტაბით თვეში ორჯერ ამ ტიპის ღონისძიების ჩატარება და დაგვანახონ მხარდამჭერების რაოდენობა. დღეს მმართველ გუნდს მხოლოდ პოლიციის თანამშრომლების, საჯარო მოხელეებისა და სამხედრო მოსამსახურეების ნაწილი უჭერს მხარს. ამიტომ თითქოს, ,, ნაციონალურ მოძრაობა" საზოგადოებაში დიდი მხარდაჭერით სარგებლოს არის უბრალოდ, აბსურდი, რადგან დავდივართ სოფელ-სოფელ, კარდაკარ და კარგად ვიცით ამომრჩევლის განწყობა. ისინი ,,ქართული ოცნების'' მხარდაჭერას ღიად აფიქსირებენ", _ განაცხადა კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით ,,ნაციონალური მოძრაობა" 43% ლიდერობს, ,,ქართულ ოცნებას" მხარდამჭერთა 24%, ხოლო ,,ქდმ"-ს 7% უჭერს მხარს. ამასთან IღI -ის კვლევის შედეგები ოფიციალურად არ გამოუქვეყნებია.