30-წლიანი პაუზის შემდეგ ფართომასშტაბიანი რეგატა ოდესა-ბათუმი-ოდესა ისევ გაიმართება. 15-მა იახტამ გეზი ოდესიდან ბათუმის მიმართულებით 21 ივლისს აიღო. პროფესიონალი აფროსნები ბათუმის ნავსადგურში 27 ივლისამდე შემოვლენ.
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, შეჯიბრებაში ქართველი პროფესიონალებიც არიან ჩართული. ჩვენი ქალაქის პოპულარობამ შავი ზღვის ქვეყნებში დიდი როლი შეასრულა მსგავსი შეჯიბრების ბათუმის მიმართულებით ჩატარებაში.