კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები 24 საათის განმავლობაში გრძელდება. დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენაში ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან ჩასული სოლიდარობის ჯგუფები მონაწილეობენ, მობილიზებულია სპეცტექნიკა.
გრძელდება მოსახლეობისთვის სურსათის, დიზელის საწვავისა და შხამ-ქიმიკატების დარიგება. უკვე მეექვსე დღეა სტიქიის ზონაში რჩებიან შეიარაღებული ძალების რეზერვისტები და საინჟინრო ბატალიონის სამხედრო მომსახურეები.