სოფლის მეურნეობის სამინისტრო კახეთში სტიქიით დაზარალებულ სოფლებში აგრო-ქიმიკატების დარიგებას აგრძელებს. სასურსათო პაკეტთან ერთად ჭრაქის საწინააღმდეგო და ხეხელის ბაღების დასამუშავებელი ფუნგიციდი 10.000-მა დაზარალებულმა ოჯახმა მიიღო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მიერ სტიქიით დაზარალებულ რაიონებში დარიგებული ფუნგიციდი იტალიური და ესპანური წარმოებისაა. მაღალი ხარისხის აგრო-ქიმიკატი დაზიანებული ვაზისა და ხეხილის ნარგავების გადასარჩენად გამოიყენება.შხამ-ქიმიკატებთან ერთად მოსახლეობას დამატებით დიზელის საწვავის ტალონებიც დაურიგდა.
აგრო-ქიმიკატები და საწვავის ტალონები გურჯაანის,ლაგოდეხის, ყვარელისა და თელავის მუნიციპალიტეტებში დარიგდა.