კახეთის რეგიონში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. ადგილზე იმყოფებიან საგანგებოდ შექმნილი სამთავრობო შტაბის წევრები.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შტაბში განუცხადეს, დღესაც გაგრძელდება დაზარალებული მოსახლეობიისთვის სასურსათო პაკეტის დარიგება და სარეაბილიტაციო სამუშაოები.
თელავის მოსახლეობის 50%-ს უკვე აღუდგა ელექტროენერგიის მიწოდება.
"სამუშაოები დღეს დილიდანვე დაიწყო. მიმდინარეობს სახლების გადახურვა. ადგილზე კვლევინდებურად იმყოფეებიან რეზერვისტები და საინჟინტრო ბატალიონის წევრები, შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის მორეაგირე ჯგუფები. სარეაბილიტაციო სამუშაოებში ჩართულნი არიან საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან ჩამოსული მოხალისეები. დღეს გაგრძელდება მოსახლეობისთვის სასურსათო პაკეტების დარიგებაც. რაც შეეხება ელექტროენერგიას, თელავის მოხალეობის 50%-ს ელექტრონერგიის მიწოდება აღდგენილი აქვს და ამ მიმართულებითაც სამუშაოები გაგრძელდება", - განუცხადეს "ჯი-ეიჩ-ენს" საგანგებო შტაბში.
შტაბის წევრები და მთავრობის წარმომადგენლები დილიდანვე ხვდებიან მოსახლეობას და მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე ეცნობიან.
როგორც შტაბში აცხადებენ, ამ ეტაპზე სამუშაოები მიმდინარეობს გრაფიკის მიხედვით, მობილიზებულია შესაბამისი ტექნიკა და და შეტანილია სამუსაოებისთვის საჭირო მასალები.