არჩევნებში დამარცხების შემთხვევაში ორივე მხარე მისცემს საკუთარ თავს იმის უფლებას, რომ ეჭვი გამოთქვას მის შედეგებზე. ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ
სტუდია "ნიუგრუპის" გადაცემა "ღია სტუდიაში" განაცხადა.
"მე ორივეს მარცხის შიში მაქვს. მარცხთან შეგუებაც გვიჭირს ქართველებს, როცა ერთი მხარე მარცხდება იგი არ ეგუება მეორე მხარის გამარჯვებას. ამიტომ ძალიან დიდი შიშია. ისეთი გათანაბრება, როგორიც დღეს გვაქვს დიდი ხანია არ ყოფილა საქართველოში", - განაცხადა საყვარელიძემ.
ექსპერტმა აღნიშნა, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ ეჭვი იმისა, რომ ნაციონალურ მოძრაობას მიეღო ხმების ის რაოდენობა, რაც დაფიქსირდა, არ გაჩენილა.
"დღეისთვის ძალთა თანაფარდობა ისეთია, რომ ძნელი სათქმელია საარჩევნო მარათონის რეჟიმში რომელის მხარის რეიტინგი იქნება უფრო ძლიერი. ამდენად, წინ უნიკალური არჩევნები გვაქვს და ამით არის უფრო სახიფათო. ორივე მხარე მისცემს თავს უფლებას, რომ ეჭვი გამოთქვას არჩევნების შედეგებზე", - განაცხადა საყვარელიძემ.