დღეს, 29 იანვარს, 13:00 საათზე, "წარმომადგენლობითი ეროვნული კრების" ოფისში გაიმართება ბრიფინგი, სადაც საკოორდინაციო საბჭოს წევრები საგანგებო განცხადებას გააკეთებენ.
მათი განცხადებით, 27 იანვარს ქართველი მწერლის, ჭაბუა ამირეჯიბის ბინაში გაკეთებულმა განცხადებამ, "წარმომადგენლობითი ეროვნული კრების" მოწვევის თაობაზე 2006 წელს დაწყებულ დიდ საერო საქმეს დაუჭირა მხარი.
"წარმომადგენლობითი ეროვნული კრების" ჩატარების საინიციატივო ჯგუფი სათავო ოფისიდან ეხმაურება ამ მხარადჭერას და მადლობას უხდის ღირსეულ საზოგადო მოღვაწეებს საზოგადოებისთვის ამ იდეის გაჟღერებისთვის.
"უხუცესთა დარბაზი" უმოკლეს ხანში გააკეთებს განცხადებასKგაფართოებული ეროვნული კრებისა და სამოქმედო გეგმების შესახებ.