დღეს დილიდან სასურსათო პაკეტები კახეთში სტიქიით დაზარაბეულ 20-ზე მეტ სოფელში დარიგდება, რომელშიც შედის ფქვილი, შაქარი და ზეთი. ასევე მიმდინარეობს სარებლიტაციო სამუშაოები.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები კახეთში იმყოფებიან და სტიქიით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას განაგრძობენ. კახეთის რეგიონში ამ ეტაპზე 1300 რეზერვისტი იმყოფება, მობილიზებულია საინჟინრო ბატალიონი და ადგილზე მუშაობას განაგრძობს სპეციალური ტექნიკა. კახეთის მოსახლეობის დასახმარებლად საველე ჰოსპიტალიც ფუნქციონირებს.
სტიქიით დაზარალებულები მოსახლეობა სამ კატეგორიადა დაიყოფილი. როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ივანე მერაბიშვილმა თელავის რაიონის სოფელ შალაურში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა, დაზარალებულთა პირველ კატეგორიაში შედიან ის მოქალაქეები, გლეხები ვინც ნარგავების 100% დაკარგა. მისი თქმით, ასეთ თითოეულ ოჯახს გადაეცემათ 1300-დან 1500 ლარამდე ,მეორე კატეგორია ეს არის ვისაც გაუნადგურდა ნათესებისა და ნარგავების 70-80% და მათ 800-დან 900 ლარამდე. მესამე კატეგორია ეს არის გლეხების ის რაოდენობა ვისაც მოსავლის 50 პროცენტი გაუნადგურა და ისინი 300-დან 500 ლარამდე მიიღებენ.
ასევე ხელისუფლება ყველა დაზარალებულ ოჯახს სახლის სახურავის აღდგენაში დაეხმარება.
შგახსენებთ, რომ 19 ივლისს, გამთენიისას, გრიგალისა და ძლიერი სეტყვის შედეგად კახეთის რეგიონში 38 სოფელი დაზარალდა, მოსავალი 20 ათას ოჯახს გაუნადგურდა, 2133 სახლს სახურავი გადახდილი აქვს. 1 400-მდე სახლს სახურავი გადახდილი აქვს თელავის რაიონში, 600-მდე სახლს გურჯაანის რაიონში. სახურავის გარეშე დარჩა 52 საერთო საცხოვრებელი, 50 თელავში, 2 კი წნორში.
სტიქიის შედეგად დაზარალებულია სოფლებია:
ახმეტის რაიონში - ხორხელი, ალავერდი, კოღოთო, ოჟიო, ქისტაური;
ლაგოდეხის რაიონში - ლელიანი, აფენი, არეშფერანი, გიორგეთი, კაბალი;
ყვარლის რაიონში - ახალსოფელი, ბალღოჯიანი, გავაზი, ჭიკაანი, კუჭატანი, სანავარდო;
თელავის რაიონში - თელავი, კურდღელაური, კონდოლი, ვანთა, კისისხევი, ხოდაშენი, ბუშეტი, წინანდალი, აკურა, შალაური, ნასამხრალი, ვარდისუბანი;
გურჯაანის რაიონში - ქალაქი გურჯაანი, სოფელი გურჯაანი, შაშიანი, მუკუზანი, ველისციხე, ძირკოკი, კალაური, ვაზისუბანი, ვაჩნაძიანი, ახაშენი.
სტიქიის შედეგად რეგიონისთვის მიყენებული ზარალის რაოდენობა ჯერ უცნობია.