საჩხერეში მოსახლეობასთან შეხვედრისას ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთმა ლიდერმა, ინგა გრიგოლიამ ყურადღება გაამახვილა საჩხერელების უშიშარობაზე, სიმამაცესა და ერთიანობაზე და პირდაპირ კითხვით მიმართა დარბაზში მყოფთ; ჯერავთ თუ არა სააკაშვილის ხელისუფლების დაპირებების და უნდა დამთავრდეს თუ არა ამ ხელისუფლების მმართველობის დრო ჩვენს ქვეყანაში, რაზეც ერთსულოვანი პასუხი მიიღო ხალხისგან, რომ სააკაშვილის მთავრობის არავის აღარ ჯერავს.
„ქრისტიან -დემოკრატების" განცხადებით, ბოლო პერიოდში სწორედ მათი დამსახურებით შეიცვალა 2 მინისტრი, კობა სუბელიანი და ბაკურ კვეზერელი მთავრობაში და მომავალში დებენ პირობას რომ მთლიანი ხელისუფლების შეცვლაში დიდ როლს ითამაშებენ.
„კოლექტიური სააკაშვილების, მერაბიშვილების, ახალაიების და მათი მომყოლების დრო საბოოლოოდ უნდა დამთავრდეს. სააკაშვილს და მის ხელისუფლებას ვერ გადაარჩენს სამთვარობო ცვლილებები და პოპულისტური გამოსვლები. მათ დაკარგეს მთავარი,ეს არის ხალხის ნდობა."- განაცხადა ინგა გრიგოლიამ.
შეგახსენებთ რომ დღეს „ქრისტიან-დემოკრატების" ლიდერებმა საჩხერის მოსახლეობასთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს სადაც მათ კიდევ ერთხელ გააჟღერეს „ქრისტიან- დემოკრატების" წინასაარჩევნო ლოზუნგი: ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება!
მასალის გამოყენების პირობები