ქრისტიან-დემოკრატებმა საჩხერეში მოსახლეობასთან მასშტაბური შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე რომელიც საჩხერის კინოსახლში გაიმართა სიტყვით ,გიორგი თარგამაძე ,ინგა გრიგოლია, ვალერი გელბახიანი და გიორგი ახვლედიანი გამოვიდნენ. ღონისძიება ქრისტიან დემორკატების ადგილობრივმა წარმომადგენელმა კახა გელბახიანმა გახსნა.
მოძრაობის ლიდერებმა საჩხერელებთან კიდევ ერთხელ გააჟღერეს ქრისტიან დემოკრატების წინასაარჩევნო ლოზუნგი: ერთიანი საქართველო ყველა თაობისთვის! ბავშვებს განათლება, მშობლებს დასაქმება, პენსიონერებს დაფასება, რასაც დარბაზის მხრიდან ოვაციები მოყვა.
Gგიორგი თარგამაძემ , ინგა გრიროლიამ და გიორგი ახვლედიანმა თავის გამოსვლებში ყურადღება გაამახვილეს პარტიის წინასაარჩევნო პრიორიტეტებზე და მოსახლეობას გააცნეს ,როგორც განათლებისა და სოფლის მეურნეობის განვითარების პროგრამები ასვეე ქრისტიან დემოკრატების ხედვები სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე.
Gგიორგი თარგამაძის განცხადებით საჩხერე არის რაიონი სადაც ქრისტიან დემოკრატებმა გასულ ორ არჩევნებში ერთერთი ყველაზე მაღალი შედეგი აჩვენეს.
"საკმაოდ ემოციური დღეა, დღეს ჩვენ აქ სიყვარულმა შეგვკრიბა, ეს არის ის ადგილი სადაც ჩვენ გასული ორი არჩევნებში გავიმარჯვეთ და ერთერთი ყვეალზე მაღალი შედეგი დავდეთ.Fდღესაც ჩვენს გვერდით უამრავმა საჩხერელმა მოიყარა თავი, რაც ჩვენ დამატებით ოპტიმიზმისა და ბრძოლის საფუძველს გვაძლევს. მე დარმწუნბეული ვარ რომ ოქტომბრის არჩევნებში საჩხერელთა ყველა თაობა ბავშვებიც მშობლებიცა და პენსიოენრებიც ჩვენს გევრდით დადგებიან", - განაცხადა გიორგი თარგამაძემ