კახეთში სამთავრობო შტაბის სხდომა გაიმართა, რომელსაც იუსტიციის მინისტრი, ზურაბ ადეიშვილი უძღვებოდა.
სხდომაზე გაირკვა, რომ სასურსათო პაკეტების დარიგება მოსახლეობაში უკვე დაწყებულია და ხვალ დილამდე ყველა დაზარალებული დახმარებას მიიღებს. სასურსათო პაკეტში შედის შაქარი, ფქვილი და ზეთი.
„მოხდება სასურსათო პაკეტების დარიგება, რათა მოსახლეობას არ ჰქონდეს შიში, რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროდუქტი დააკლდა. ხვალ დილისთვის დარიგება დასრულებული იქნება." - განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
რეგიონში კვლავ გრძელდება სარეაბილიტაციო სამუშაოები.
აღდგენილია გაზითა და წყლით მომარაგება, მიმდინარეობს ელექტროენერგიის აღდგენითი სამუშაოები.