საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დღეს ლაგოდეხის რამდენიმე სოფელში და გურჯაანის რაიონის სოფელ ველისციხეში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.
პრეზიდენტის "ფეისბუკის" გვერდზე გავრცელებული ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებთან შეხვედრისას სოფლებში შექმნილ ვითარებაზე ისაუბრა და პრობლემების გადაჭრის გზები გააცნო.
ცნობილია, რომ პრეზიდენტის განკარგულებით მალე დაიწყება გზის მშენებლობა, რომლითაც ველისციხე ცენტრალურ მაგისტრალს დაუკავშირდება.