"ქრისტიან დემოკრატიუილი მოძრაობის" ლიდერები გიორგი თარგამაძე, ინგა გრიგოლია და მაგდა ანიკაშვილი თელავის საავანდმყოფოში იმყობეოდნენ, სადაც სტიქიის შედეგად დაზარალებული აკაკი კობიაშვილი მოინაუხლეს.
აკაკი კობიაშვილს სტიქიის შედეგად მინის ნამსხვრევით მყესი აქვს გადაჭრილი და ამ წუთამდე თელავის საავადმყოფიში რჩება.
მოძრაობის ლიდერებმა საავადმყოფოში სტიქიის შედეგად დაზარალებული სხვა ადამიანებიც მოინახულეს. მაგდა ანიკაშვილის განცხადებით სახელმწიფომ უნდა იზრუნოს ამ ადამიანებზე და დააფინანსოს მათი მკურნალობის ხარჯები, ასევე უნდა მოხდეს დაზარალებულთა ფსიქოლოგიური თერაპიით უზრუნველყოფა.
"საბედნიეროდ არა არის მწვავე შემხთვევები და მხოლოდ მსუბუქი დაზიანებებით არიან ადამიანები მოხვედრილნი საავადმყოფოში მაგრამ მიუხედვად ამისა აუცილებელია მოსახლეობის სამედიცინო მეთვალყურეობა რადგან დაზარალებულ ოჯახებს შემოსავლის არანაირი წყარო აღარ გააჩნიათ და საჭირო მედიკამენტებსაც ვეღარ შეიძენენ" , - განაცხადა მადგა ანიკაშვილმა