ქრისტიან-დემორატების ლიდერები დღეს ლაგოდეხის რაიონის სოფელ გიორგეთში იმყოფებოდნენ და მაყვალა სიბილაშვილის ოჯახს ესტუმრნენ. გუშინდელი წყალმოვარდნის შედეგად მაყვალა სიბილაშვილის სახლი მთლიანად დაიტბორა. მოძრაობის ლიდერებმა, გიორგი თარგამაძემ, მაგდა ანიკაშვილმა და ინგა გრიგოლიამ უშუალო მონაწილეობა მიიღეს სახლის დასუფთავებასა და წყლის ამოტუმბვაში.
სოფელში გუშინდელმა წვიმამ კიდევ უფრო დააზარალა ადგილობრივი მოსახლეობა, რადგან მდინარის კალაპოტის გაწმენდითი სამუშაოები ხელისუფლებამ უხარისხოდ ჩატარდა. დატბორილია სოფლის ყველა საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და განადგურებულია მსხვილფეხა საქონელი.
გიორგი თარგამაძის განცხადებით, სტიქიით დაზარალებულთა დახმარების კუთხით „ქრისტია -დემოკრატების" მობილური ჯგუფი მობილიზებულია სოფელში.
„ჩვენ ადგილზე გავეცანით სტიქიის შედეგებს. სიტუაცია ძალიან მძიმეა და შესაბამისად მოვუწოდებთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ინფრასტრუქტურისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს დროულად მოახდინოს რეაგირება და ჩაატაროს ხარისხიანი გაწმენდითი სამუშაოები"- განაცხადა გიორგი თარგამაძემ.