შინაგან საქმეთა სამინისტრო, კახეთისთვის სტიქიით მიყენებული ზარალის ლიკვიდაციისა და სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესში სტიქიის ღამესვე ჩაერთო.
საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ადმინისტრაციამ შექმნა 9 მორეაგირე ჯგუფი. ასევე მობილიზებული იყო განსაკუთრებულ დავალებათა 2 ბატალიონი და თელავის ადგილობრივი სპეცდანიშნულების დანაყოფი.
ამ დროისთვის მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქუჩებსა და ეზოებში. ზემო აღნიშნული დანაყოფები ადგილზე რჩებიან განკარგულების მიღებამდე.