სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე კონსტანტინე კობახიძე მხარის რწმუნებულთან, გიორგი ღვინიაშვილთან ერთად კახეთში, გურჯაანის რაიონის სოფელ ვაჩნაძიანში მეგრელიშვილების ოჯახს ესტუმრა და ჭრაქის წინააღმდეგ ვენახისა და ხეხილის ბაღების დასამუშავებელი ფუნგიციდი თავად გადასცა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციტივით, ბუნებრივი სტიქიით დაზარალებულ რაიონებს მაღალი ხარისხის, თანამედროვე, იტალიური და ესპანური წარმოების ფუნგიციდები გადაეცა. აგრო-ქიმიკატები გურჯაანის, ლაგოდეხის, ყვარლისა და თელავის მუნიციპალიტეტებში გადანაწილდა. მაღალეფექტური ფუნგიციდებით ვაზისა და ხეხილის ის ნარგავები დამუშავდება, რომელიც ძლიერი წვიმისა და სეტყვის შედეგად სრულად არ განადგურებულა და გადარჩენას ექვემდებარება.
კახეთის რეგიონში მომხდრი სტიქიური უბედურებით გამოწვეული ზარალის დათვლა ისევ მიმდინარეობს. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაზიანებულია 38 000 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო სავარგული.