თელავში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები უკვე აღდგენილია", _ განაცხადა თელავში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა, რომელმაც აღნიშნა, რომ თელავში ყველა ჩიხში დენის გადამცემი ბოზები წაქცეულია.
,,თელავში მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზები უკვე აღდგენილია და დაბალი ძაბვის აღდგენაზე ვმუშაობთ. Nნაფარეულის მხარე თავიდან-ბოლომდე ჩართულია. ალაზნის გამზირზე ელექტროენერგიის მიწოდება უახლოეს ერთ საათში აღდგება. ყვარელი, ლაგოდეხსა და ახმეტის რაიონს, რაც შეხება ისინი თავიდან-ბოლომდე ჩართულია. ყველაზე რთულ რაიონად მაინც თელავი რჩება, რადგან ყველა ჩიხში დენის გადამცემი ბოძები წაქცეულია", _ განაცხადა ხეთაგურმა.
გავრცელებული ინფორმაციით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ თელავში სარეაბილიტაციო სამუშაოები უკვე დაასრულა და ადგილობრივ მოსახლეობას წყლის მიწოდება აღუდგება.