,,თელავის ერთ-მესამედი გაზმომარაგებით უკვე დატვირთულია. დღის ბოლომდე თელავი თავიდან-ბოლომდე დაიტვირთება", _ განცხადება ამის შესახებ, თელავში გამართულ მთავრობის სხდომაზე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა გააკეთა.
,,თელავის ერთ-მესამედი გაზმომარაგებით უკვე დატვირთულია. დღის ბოლომდე თელავი თავიდან-ბოლომდე დაიტვირთება. ამ წუთებში გაზმომარაგება აღდგენილია ალაზნის, კავკასიონის, აღმაშენებლის, ჭავჭავაძის ქუჩებზე. ამავეე დროს თელავის რაიონში წინანდალში გაზმომარაგება ნაწილობრივ აღდგენუილია და ეს მიმართულებაც დღის ბოლომდე მთლიანად დაიტვირთება. გურჯაანის რაიონის სოფლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს და დღის ბოლომდე გაზმომარაგება აღდგება. ყვარელი თავიდან ბოლომდე ჩართულია", _ განაცხადა ხეთაგურმა.
შეგახსენებთ, რომ კახეთში მომხდარი სტიქიის შედეგად კახეთის რამდენიმე რაინულ ცენტრსა და სოფელს გაზმომარაგება შეეზღუდა.