,,ეროვნულ-დემოკრატებისთვის" საარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ დეკლარაციაში შეტანილი ცვლილებები მისაღებია. როგორც პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩახვაძემ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში, განაცხადა, აუცილებელია, დეკლარაციაში არსებულ პრინციპების დაცვასთან დაკავშირებით პოლიტიკურ პარტიებზე მონიტორინგი განხორციელდეს.
"დეკლარაციაში შეტანილი ცვლილებები პარტიებისთვის ქცევის კოდექსს უფრო კონკრეტულს, დეტალურსა და დახვეწილს ხდის. Aამიტომ, ,,ედპ" უერთდება დეკლარაციას და იმედი გვაქვს, სხვა პოლიტიკური პარტიები დოკუმენტს არა მხოლოდ ხელს მოაწერენ, არამედ დაიცავენ დეკლარაციაში წარმოდგენილ პრინციპებს", - განაცხადა ჩახვაძემ.
მისივე თქმით, აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებზე მონიტორინგი განხორციელდეს, თუ რამდენად დაიცავენ დეკლარაციაში გაწერილ პრინციპებს.
,,აუცილებელია პოლიტიკურ პარტიებზე განხორციელდეს მონიტორინგი, თუ რამდენად დაიცავენ დეკლარაციაში არსებულ პრინციპებს. ამაზე პასუხისმგებლობა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა უნდა აიღონ და მიუკერძოებლად განსაჯონ პარტიის ქმედებები", _ განაცხადა ჩახვაძემ.
შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო სექტორის რეკომენდაციით ,,ნაციონალური მოძრაობის" მიერ პარტიებისთვის შეთავაზებულ დეკლარაციას წინასაარჩევნოდ ქცევის წესების შესახებ, 17 პუნქტი დაემატა.